Accentnews.ge
კალიურანდი - სააკაშვილის მხარდამჭერ წერილზე: "ევროპარლამენტარებმა მეც მთხოვეს ამ წერილზე ხელის მოწერა, მაგრამ მე ეს არ ვარჩიე"

კალიურანდი - სააკაშვილის მხარდამჭერ წერილზე: "ევროპარლამენტარებმა მეც მთხოვეს ამ წერილზე ხელის მოწერა, მაგრამ მე ეს არ ვარჩიე"

22/10/2021 09:10:44 პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ მან უარი განაცხადა კოლეგების თხოვნაზე, ხელი მოეწერა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ წერილზე.

მისი თქმით, ბრიუსელში ელიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი დაცული იქნება.

"ევროდეპუტატებს, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადებების გაკეთება თავისუფლად შეუძლიათ. მეც მთხოვეს ამ წერილზე ხელის მოწერა, მაგრამ მე ეს არ ვარჩიე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რას ამბობენ და აკეთებენ ქართველი ოფიციალური პირები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავდროულად თვალს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შესაბამისად, ველით, რომ კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი და სამართლიანი სასამართლო პროცესი ამ საქმეში დაცული იქნება", – განუცხადა კალიურანდმა "აქცენტს".

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, "საქართველო ვერც ფოტიგას და ვერც კუბილიუსის ჭკუით ივლის და, რომ ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს".

"ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული პოლარიზებული განცხადებები არ შედის არც საქართველოს შიდა პოლიტიკის და არც ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობის ინტერესებში. ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ მოვუწოდებ, საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ყურადღება გაამახვილონ ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაზე“, – აღიშნავს კალიურანდი.

ცნობისთვის: 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ხუთმა ევროპარლამენტარმა (ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე) განაცხადა, რომ "პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში პოლიტიკური მოტივების შესახებ ეჭვებს". ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის საქმეს განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S