"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, "ხელისუფლებას" ვურჩევ, "სასამართლოში" მიმიყვანოს"
22/10/2021 11:49:11 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, მიიყვანოს სასამართლოში, რათა "ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინოს სიმართლე".
„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ვიდეოში სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების შესახებ საუბრობს.


