Accentnews.ge
"თუ „ოცნება“ ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, წარვადგენთ 90-დღიან გეგმას"

"თუ „ოცნება“ ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, წარვადგენთ 90-დღიან გეგმას"

22/10/2021 12:00:21 პოლიტიკა

თბილისის მერობის მოადგილეობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განაცხადებით, თუ ოპოზიცია 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტუში გაიმარჯვებს და „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული საკრებულო ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია თბილისის მართვის 90-დღიან გეგმას წარადგენს.

„იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ საკრებულო არ დაუჭერს [ჩრდილოვან] კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ წარვადგენთ 90-დღიან გეგმას და 90 დღეში ვაჩვენებთ თბილისს, თუ რამდენად დიდი სიკეთე მოაქვს კოალიციას, როგორი გეგმების განხორციელება იქნება დაწყებული და როგორ პროგრესს ნახავს ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S