Accentnews.ge
"მოვფრინავ საქართველოში, არჩევნებისთვის ბევრი ემიგრანტი მოფრინავს"

"მოვფრინავ საქართველოში, არჩევნებისთვის ბევრი ემიგრანტი მოფრინავს"

22/10/2021 12:26:33 პოლიტიკა

ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"მოვფრინავ საქართველოში. არჩევნებისთვის ბევრი ემიგრანტი მოფრინავს. თავისუფლების დროა", – წერს ბურჭულაძე.

15 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ემიგრანტებს მიმართა და მათ სთხოვა, მიმდინარე თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოსლიყვნენ საქართველოში:

"მინდა, მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S