Accentnews.ge
იასკო – სააკაშვილზე: "მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება"

იასკო – სააკაშვილზე: "მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება"

22/10/2021 14:33:18 პოლიტიკა

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება.

"ეს არის ჩვენი მეოთხე შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 22-ე დღე. სამწუხაროდ, მე კარგად ვხედავ, როგორ უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვხედავ ამას სახის ფერის, მეტყველების, ენერგიის მიხედვით. რა თქმა უნდა, ის მორალურად კარგ მდგომარეობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ის განსაკუთრებული, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. ასეთი ადამიანები შეიძლება, 100 წელში ერთხელ იბადებიან. მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება. ასეთი ადამიანები არ არიან დაბადებული იმისთვის, რომ ციხეში იჯდნენ " , -თქვა ლიზა იასკომ

მისი თქმით, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურეობა ისეთ საავადმყოფოში უნდა მიიღოს, რომელსაც ენდობა.

ამასთან, რადას დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს:

"მდგომარეობა ისეთია, რომ ყველას მოქმედებაა საჭირო, რათა ის ციხიდან გამოვიდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ნორმალური, რადგან ის ჩვენ ცოცხალი და ჯანმრთელი გვჭირდება და ჩემი მოვალეობაა მისი პირადად გამხნევება და უკრაინისგან მხარდაჭერის გადაცემა.

მე მუდმივად ვარ ხაზზე [უკრაინასთან], რა თქმა უნდა, მე ვარ დეპუტატი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ჩვენ გვესმის, რომ ის როგორც უკრაინის მოქალაქე ახლა დაკავებულია აქ და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ეს ძალიან საშიშია. მე მეშინია, შემდეგ ჯერზე, როცა ჩვენ შევხვდებით, როგორ მდგომარეობაში იქნება ის".

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის 22-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S