Accentnews.ge
რატი ბრეგაძე: "სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო"

რატი ბრეგაძე: "სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო"

25/10/2021 08:42:28 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დასკვნაში პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულების თაობაზე ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო. კერძოდ, მისი თქმით, ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის მე-18 დაწესებულებაში.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S