Accentnews.ge
"ოცნება" თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

"ოცნება" თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

25/10/2021 10:11:12 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "27 ოქტომბერს ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად".

„როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. [...] ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ, რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. ამასთან, გაცნობებთ, რომ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. 2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S