Accentnews.ge
"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა"

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა"

25/10/2021 12:00:19 პოლიტიკა

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა", - ასე პასუხობს თბილისის მოქმედი მერი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე სახალხო დამცველის განცხადებას პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულების თაობაზე.

მისი თქმით, თუ იქნება საჭიროება პენიტენციურ სამსახურს აქვს თავისი კლინიკა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იქ გადაიყვანენ და "მიეხედება ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს".

ცნობისთვის: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S