Accentnews.ge
ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა

ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა

25/10/2021 12:14:16 პოლიტიკა

ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა. როგორც ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით კოალიციურ მთავრობას შექმნის.

მისი თქმით, ფოთის განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები აუცილებელია:

"ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით - გაიზარდოს. ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც მათ ეკუთვნით და ამას სჭირდება ცვლილებები. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა".

როგორც უგულავამ აღნიშნა, კოალიციური ერთობა მნიშვნელოვანია და სწორედ ის ქმნის განვითარების შესაძლებლობას:

"მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიდატის და მათი წევრებისთვისაც. თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო უნდა იყოს. ჩვენ ვცემთ პატივს მათ აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობით კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ფოთს".

კოალიციურ შეთანხმებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო“; „ლელო“; „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი – მეტი თავისუფლება“; „დროა“; „დემოკრატიული მოძრაობა" და "თავისუფალი საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S