Accentnews.ge
დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

26/10/2021 08:25:38 პოლიტიკა

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს და დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

"მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი აზრია, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს ღონისძიება სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - განაცხადა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S