Accentnews.ge
სირცხვილია: "შედეგი, რომელთანაც პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, "ოცნების" პასუხისმგებლობაა"

სირცხვილია: "შედეგი, რომელთანაც პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, "ოცნების" პასუხისმგებლობაა"

26/10/2021 13:06:11 პოლიტიკა

მოძრაობა "სირცხვილია" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, შიმშილობას და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.

მოძრაობის შეფასებით, "ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მისი პატიმრობის საკითხი ნათლად აჩვენებს ერთპარტიული მმართველობის ნაკლოვანებებს, რომელმაც ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმამდე მიიყვანა".

"მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი. ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს. ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება. შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს". - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილია".

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S