Accentnews.ge
„ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური ადასტურებს, რომ არჩევნებში „ოცნებას“ ეხმარება

„ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური ადასტურებს, რომ არჩევნებში „ოცნებას“ ეხმარება

26/10/2021 13:12:16 პოლიტიკა

„ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დათო შენგელია ადასტურებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

„კი, „ოცნებას“ ვეხმარები. რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ. ჩემს ავტორიტეტს ვიყენებ, თვითონ გადაწყვეტენ“, - განუცხადა შენგელიამ „ფორმულას“.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში, რუსთაველის #48-ში და #66-ში მოქმედებს „ქართული ოცნების“ ორი არაფორმალური შტაბი, რომელთა მიზანს წარმოადგენს ოპოზიციური მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. მან გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, ვინც მისი ცნობით, არაფორმალური შტაბების საქმიანობაში არიან ჩართული და მათ შორისაა დათო შენგელია.

"ოცნებაში" ინფორმაციას პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S