Accentnews.ge
"როცა ადამიანი აქციაზე მოგვყავს, კვების საფასურს უზრუნველვყოფთ, ამას პარტია აკეთებს და ეს ოფიციალური ხარჯებია"

"როცა ადამიანი აქციაზე მოგვყავს, კვების საფასურს უზრუნველვყოფთ, ამას პარტია აკეთებს და ეს ოფიციალური ხარჯებია"

26/10/2021 14:12:39 პოლიტიკა

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ დაანონსებული აქციისთვის, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, პარტიამ გარკვეული თანხები გამოყო.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების კვებას „ქართული ოცნება“ აფინანსებს.

„გარკვეული თანხა იხარჯება, თუმცა, იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. (ვუხდით,) რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, აქ დამალული არაფერი არაა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება, მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდით ხვალ. ადამიანი, როდესაც მოგყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები, ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ყველაფერზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე და ყველაფერზე ილაპარაკოს ადამიანმა“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S