გულორდავა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოფლის საჯარო სკოლებში უფასო წრეებს აანონსებს
26/10/2021 15:00:54 პოლიტიკა
წალენჯიხის მერობის კანდიდატი "ქართულ ოცნებიდან" გოგა გულორდავა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოფლის საჯარო სკოლებში უფასო წრეებს აანონსებს.
„უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში არის ერთი-ერთი გეგმა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ჭადრაკის, ინგლისურის, თანამედროვე და სპორტული ცეკვების, ხატვის და სხვა წრეების დაფინანსების საკითხს პირადად ჩავუდგები სათავაში. 2013 წლიდან პოლიტიკური პრიზმიდან ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებსა და სურვილებს. მუდმივ საქმიან ურთიერთობებში ვიყავი და ვრჩები სფეროს ადგილობრივ ექსპერტებთან. შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ვიყოთ ადექვატურები მოსახლოების მოთხოვნებთან და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს, ადრეულ ასაკშივე მიეცეთ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების აღმოჩენა-გაძლიერების შესაძლებლობა. ამისთვის, აუცილებელია, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა გოგა გულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


