Accentnews.ge
ბოტკოველი: "მეჭიაურთან თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე შევთანხმდით"

ბოტკოველი: "მეჭიაურთან თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე შევთანხმდით"

26/10/2021 18:41:02 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თიანეთში თამაზ მეჭიაურთან, მისი გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა.

"ჩვენი შეთავაზება ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არის კოალიციური მთავრობა. დღეს მქონდა საუბარი თამაზ მეჭიაურთან, როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის წარმომდგენელს. არის მისი მზაობა და შემოთავაზება კოალიციურ მმართველობაზე. თიანეთშიც, ცაგერშიც, ოზურგეთშიც - ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ არის მეორე ტურში, არის მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობებზე, ხვალ დილისთვის დასრულდება ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში თამაზ მეჭიაურმა ხმების 30.095% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან წიკლაურმა - 43.201%. 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, გზა დაუთმოს მმართველი პარტიის კანდიდატს და "ნუ დაასხამს წყალს ენმ–ის წისქვილზე". მეჭიაურმა პრემიერს უარი შეუთვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S