Accentnews.ge
EPP: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს"

EPP: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს"

27/10/2021 08:47:04 პოლიტიკა

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) აცხადებს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს", – ნათქვამია პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალა იქნება.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S