Accentnews.ge
მდინარაძის განცხადებით, „ოცნების“ აქციაზე კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფენ

მდინარაძის განცხადებით, „ოცნების“ აქციაზე კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფენ

27/10/2021 08:22:32 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნების“ აქციაზე კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფენ.

„ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით და ამით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე დღეს პრაქტიკულად არ არსებობდეს. ასევე ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ ერთი ადამიანიდან მეორეზე ვირუსის გავრცელების რისკს. ამ მხრივ, პრობლემები არ იქნება და ამის მენეჯმენტიც კარგად იქნება დალაგებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ აქციას გამართავს.

ამავე თემაზე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S