Accentnews.ge
"არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას"

"არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას"

27/10/2021 09:45:06 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ აქციაზე მოქალაქეები თავიანთი ნებით მიდიან და ამას მათ არავინ აძალებს.

"რაც შეეხება იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თბილისში შეიკრიბებიან, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება ამ აქციას. „ნაცმოძრაობას“ რაც შეეძლო, ფიზიკურად ძალადობდა, ახლა ფსიქოლოგიურად და ინფორმაციული თვალსაზრისით ძალადობს, ამის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები. კონტრაქცია ფიზიკურად ვერ იქნება. ირაკლი კობახიძემ თქვა და ვეთანხმები, რომ მართლაც დაახლოებით იმდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი დაგვჭირდა ამ აქციისთვის, რამდენიც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იყო. ამასთან, შეჯიბრი არაფერში არ წერია. წარმოუდგენელია, არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ არის. საუბარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის, განვითარების მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ აქციას გამართავს.

ამავე თემაზე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S