Accentnews.ge
სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

27/10/2021 11:20:05 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

„მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე“, - ნათქვამია "ფეისბუქში" სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ აქციას გამართავს.

ამავე თემაზე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S