ოზურგეთში, გურიის ადმინისტრაციის შენობაზე ბანერი "თავისუფლება მიშას" გადმოფინეს
27/10/2021 13:00:53 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაცარიელებულ შენობაზე ბანერი "თავისუფლება მიშას" გადმოფინეს და ცნობილი სიმღერა "მიშა მაგარია" ჩართეს.
ამის ამსახველ კადრებს "TV Pirveli" ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იტყობინება, სახელმწიფო უწყების თანამშრომლები თბილისში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აქციას ესწრებიან.
ბანერი საკრებულოს ახალი მოწვევის სამმა დეპუტატმა - დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა გადმოფინეს.
ადგილზე დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.


