Accentnews.ge
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

27/10/2021 13:00:27 პოლიტიკა

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ "ფორმულას" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა იმ ადამიანების წინასწარ შედგენილი სია, ვინც ლაგოდეხიდან თბილისში "ქართული ოცნების" აქციაზე უნდა წაეყვანა. ღამბაშიძემ უპასუხა, რომ მას არავინ მიჰყავდა და ადამიანები "თვითონ გროვდებიან".

დამაზუსტებენ კითხვაზე, რატომ ჰქონდა მას თან სიები, ღამბაშიძემ ჟურნალისტს ასე უპასუხა: "სიები სად მაქვს, დაინახე სადმე? რა სიაა რა, იმდენი შენი დედა ვატირე".

დღეს თბილისში "ქართული ოცნების" ორგანიზებით აქცია იმართება.

იხილეთ ასევე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S