Accentnews.ge
"არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს"

"არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს"

27/10/2021 13:30:50 პოლიტიკა

პრემიერ– მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლა მმართველი პარტიის დამფუძნებლისადმი მადლობის გადახდით და წინა ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა:

"არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართვლოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებთ. ჩვენ მას არ მოვექეცით და არ მოვექცევით, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება".

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. ღონისძიების მონაწილეებმა სრულად შეავსეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის – რუსთაველის გამზირის ნაწილი.

იხილეთ ასევე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S