"ოცნების" აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს შეურაცხყოფენ, ფიქსირდება ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც
27/10/2021 13:54:24 პოლიტიკა
მმართველი პოლიტიკური ძალის - "ქართული ოცნების" მიერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეები ღონისძიების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.
ფიქსირდება როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები.
"შენ ხარ დამპალი! დამპალია მთელი თქვენი ტელევიზია! გაეთრიე აქედან! აქედან გაეთრიე-მეთქი, მითქვამს!" - ასეთი პასუხი მიიღო აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალისგან "TV Pirveli"-ს კორესპონდენტმა. თუმცა მისმა რესპონდენტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აკმარა და ჟურნალისტს ხელითაც შეეხო, რაც კადრებზეა დაფიქსირებული.


