Accentnews.ge
"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან"

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან"

27/10/2021 13:53:42 პოლიტიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, „საკნიდან გამოეხედა“ და აქციაზე შეკრებილთათვის შეეხედა.

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ!",– განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება.

„ხომ ბევრს გეგონათ ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა, მაგრამ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ჩვენამდე და ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა...

მოვუწოდებ ყველა დედას, შაბათს არჩევნებზე მივიდეთ. ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას ისედაც ერთი ბეწო საქართველოს“,-განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ოპონენტებთან მიმართებაში სიძულვილის ენა გამოიყენა ა განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან „ერთ მხარეს არის სიყალბე, ადამიანთმოძულეობა, ხოლო მეორე მხარეს – გულწრფელი ძალა“:

„სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს კონსტიტუციურ ვადებში აუცილებლად იქნება. ჩვენი ხელისუფლების ვალია და ასეთია ჩვენი ხვედრი, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა მათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა მათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა მათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს. ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ვდგავართ მყარად. შაბათს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ აქციას მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S