Accentnews.ge
"საქართველოში ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატია"

"საქართველოში ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატია"

27/10/2021 14:02:29 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოში ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატია". მისივე შეფასებით, სიღარიბე კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა "წარსულის გახსენება და შეხსენება მაინც მნიშვნელოვანია".

"ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატიაა. ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, მაგრამ წარსულის გახსენება და შეხსენება მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია. უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ და რა გზა გამოვიარეთ. აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის გამოუსწორებელი შეცდომები - სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა თბილისის ცენტრში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S