Accentnews.ge
ივანიშვილმა "ოცნების" აქციის მონაწილეთა ნაწილს იმედები გაუცრუა

ივანიშვილმა "ოცნების" აქციის მონაწილეთა ნაწილს იმედები გაუცრუა

27/10/2021 14:23:05 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც დღეს პარტიულ აქციაზე რეგიონებიდან თბილისში ჩამოვიდა, იმედგაცრუებულია იმით, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე "ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ვერ იხილა.

"რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო! აბა როგორ?! - მან დაიწყო ეს ყველაფერი და ასე მიტოვება რას ნიშნავს? ვინ უნდა დაასრულოს მისი დაწყებული საქმე?!" - გულისწყრომით აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოსულმა "ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

"რაღას დაიწყო, თუ დაიწყო?! და თუკი დაიწყო, რაღაც გაემიჯნა?!" - განაცხადა მეორემ.

ამ იმედგაცრუებას მედიის წარმომადგენლებთან დღეს აქციის სხვა რიგი მონაწილეებიც გამოთქვამდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S