Accentnews.ge
მეზვრიშვილი: "ენმ და „ოცნება“ აგრძელებენ მასკარადს იმის სამტკიცებლად, რომელი უარესია"

მეზვრიშვილი: "ენმ და „ოცნება“ აგრძელებენ მასკარადს იმის სამტკიცებლად, რომელი უარესია"

27/10/2021 14:46:41 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „მასკარადს“ აგრძელებენ.

„არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 2 ტოქსიკური პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებენ მასკარადს იმის დასამტკიცებლად, თუ რომელია უარესი, რითაც წარსულში ექაჩებიან ქვეყანას“, – დაწერა მეზვრიშვილმა ტვიტერზე „ქართული ოცნების“ მრავალათასიანი აქციის პარალელურად. რამდენიმე დღით ადრე თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაც გაიმართა.

საქართველოს მომავალი არ შეიძლება განსაზღვრონ იმ პარტიებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი შეცდომების აღიარება. ადგილობრივმა არჩევნებმა უჩვენა ორპარტიული მმართველობის დასასრულის ნამდვილი ნიშნები“, – წერს მეზვრიშვილი „ტვიტერზე“.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, აქცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს გამართული აქციის კონტრაქცია, თუმცა გამომსვლელებმა მნიშვნელოვანი დრო დაუმეს ოპონენტებზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილზე საუბარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S