Accentnews.ge
თბილისში "ქართული ოცნების" აქცია დასრულდა

თბილისში "ქართული ოცნების" აქცია დასრულდა

27/10/2021 14:59:43 პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.

მმართველმა გუნდმა მხარდამჭერების მობილიზება, მათ შორის საქართველოს რეგიონებიდანაც მოახდინა, რომელთა შორისაც მრავლად ფიქსირდებოდნენ საჯარო მოხელეები.

ღონისძიების მონაწილეებს პარტიის ლიდერები ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ. აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო მისული. ხალხი სიმრავლის გამო თავისუფლების მოედნის გარდა, რუსთაველის გამზირის ნაწილსაც ფარავდა, მათ შორის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

მართალია, სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღონისძიება მხოლოდ წინასაარჩევნო შეკრება იყო და მას ენმ–ის მიერ ორგანიზებულ აქციასთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ტრიბუნაზე გამომსვლელები ხშირად ახსენებდნენ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

სიტყვით გამოსვლები რუსთავისა და თბილისის მერობის კანდიდატების მიმართვებით დასრულდა. თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს 2 ოქტომბერს მხარდაჭერისთვის.

"თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის", - თქვა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S