აშშ–ის ელჩი: „ბატონი სააკაშვილის ჯანმრთლოების მდგომარეობა ყველას გვაშფოთებს, ყურადღებით ვაკვირდებით“
27/10/2021 15:18:14 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვიდებიან პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მდგომარეობას.
„რა საკვირველია, ყველას გვაშფოთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლოების მდგომარეობა. როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა და მოხარულები ვართ, რომ არსებობს მულტიდისციპლინული ჯგუფი, რომელიც თვალ-ყურს ადევნების მის მდგომაროებას, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომაროებას“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ უკრაინელმა ექიმმა, რადის დეპუტატმა მაქსიმ პერებიინისმა განუცხადა მედიას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მოგვინებით მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.
სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. ასევე ოთახი, სადაც სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება, კამერებით აღჭურვეს, რაც დაცული კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.


