კელი დეგნანი: "არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყანას აზიანებს"
27/10/2021 15:42:04 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყანას აზიანებს.
ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ექნებათ თავდაჯერებულობა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და მიიღონ შედეგები. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, რომ არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს - როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ პროგრესს.
თუ უსამართლობას გრძნობ, არსებობს ბევრი გზა იმისათვის, რომ იბრძოლო. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ეს ბრძოლა მოხდება დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის პარლამენტი, სადაც შესაძლებელია ცვლილებებისთვის ბრძოლა. იმედი მაქვს, რომ ქართველი ამომრჩევლები ამ გზით იბრძოლებენ”, - განაცხადა ელჩმა.


