Accentnews.ge
კობახიძე: „30 ოქტომბერს ანტისაეკლესიო დაჯგუფება გვიპირისპირდება"

კობახიძე: „30 ოქტომბერს ანტისაეკლესიო დაჯგუფება გვიპირისპირდება"

27/10/2021 15:16:31 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ "რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის მუდმივი საფრთხეა“.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს.

„30 ოქტომბერს ტარდება 2024 წლამდე ბოლო არჩევნები. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ის განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის; ძალადობასა და თავისუფლებას შორის; სიცრუესა და სიმართლეს; სიძულვილსა და სიყვარულს შორის; არეულობასა და მშვიდობას შორის; 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ აქციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S