Accentnews.ge
„არ არის შესაბამისი ვითარება შეკრებების გასამართად“ – ელჩი ხელისუფლებას და ოპოზიციას მძიმე ეპიდვითარებას ახსენებს

„არ არის შესაბამისი ვითარება შეკრებების გასამართად“ – ელჩი ხელისუფლებას და ოპოზიციას მძიმე ეპიდვითარებას ახსენებს

27/10/2021 16:23:49 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ფოქრობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებების გამართვა სახიფათოა. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, თუმცა განმარტა, რომ მხედველობაში ყველა პოლიტიკური ძალა ყავს.

„ვფიქრობ, ცოტა სარისკოა ასეთი დიდი შეკრების გამართვა იმის ფონზე, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას ეხება. არ არის შესაბამისი ვითარება ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებების გასამართად. თუმცა სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. მთავარი სიტყვა რაც არის აქ, ეს არის მშვიდობიანად. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო გარკვეულად დაძაბული, ყველა ამომრჩეველს, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ყველა პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის მხრიდან დამშვიდებისკენ მოწოდებები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, მხარდამჭერები ამომრჩევლებს საშუალებას მისცემენ, საკუთარი არჩევანი წყნარ და სტაბილურ გარემოში დააფიქსირონ. იმედი გვაქვს, ეს ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მასშტაბური აქცია გამართა. ხალხის რგანიზება რეგიონებიდანაც მოხდა. ამასთან, 21:00 საათისთვის აქციას ზუგდიდში გამართავს ენმ.

იხილეთ ასევე: როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S