Accentnews.ge
ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას ორ ლოკაციაზე მართავენ

ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას ორ ლოკაციაზე მართავენ

27/10/2021 17:19:48 პოლიტიკა

ამ დროისთვის ოპოზიციის მხარდამერები ორ ლოკაციაზე არიან შეკრებილნი. ერთი აქცია რუსთავში, გლდანის #12 საპატიმრო დაწესებულებასთან მიმდინარეობს, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ხოლო მეორე – ზუგდიდში.

ზუგდიდში, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ენმ–დან ანზორ მელია და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

როგორც მელიამ განაცხადა, სიძულვილის ენა და ადამიანების დაყოფა უნდა დასრულდეს და რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ყველას მერი იქნება:

„ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს, მე ვიქნები ყველას მერი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, მთავარია, მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“.

აქციაზე წაიკითხეს მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. მან მხარდამჭერები გაამხნევა, არჩევნებზე აქტიურობისკენ მუწოდა, თავს კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის პირადი პატმარი უწოდა და რამდენიმე დაპირებაც გასცა. კერძოდ, განაცხადა, რომ ლაზიკა აუცილებლად აშნდება და რომ საქართველო რეგიონის მთავარი ცენტრია, სადაც მინიმალური ხელფასი 1000 დოლარი იქნება:

"როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემს დედულეთში, ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე. ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობა ვარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის და რა თქმა უნდა, ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიის და ლეგენდარული რუხის ციხის. ჰაერი იმ მხარის, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი.

თავისუფლების ეს ჰაერი ჩემი ციხის დაბურულ ფანჯარაშიც კი აღწევს. ის მოქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან, ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის უძველესი კოლხეთის და მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე. და უკვე მერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება.

იცით ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია?! ეს თავისუფლების ჰაერია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში. პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა.

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა, მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება. ჩემი ოცნების ქალაქი როგორც ზუგდიდის გაგრძელება, რაც პირეოსია ათენისთვის, როგორც დუბაი და სინგაპური, საქართველოა კავკასიის და მთელი შავიზღვისპირეთისთვის რეგიონის მთავარი ცენტრი, სადაც მინიმალური ხელფასი იქნება 1000 დოლარი.

მე თქვენებური ვარ და როდესაც საკუთარი ნებით შევდიოდი პუტინის და ივანიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და ცოტნე დადიანის სისხლი გვიდუღს ძარღვებში. გეხვევით ყველას, მიყვარხართ. ძალიან მალე შეხვედრამდე გამარჯვებულ საქართველოს დედაქალაქში, აბა ულა!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S