Ipsos–ის კლევა: ხუთი ქალაქიდან ოთხში ენმ–ის კანდიდატები ლიდერობენ
27/10/2021 19:22:06 პოლიტიკა
"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შერჩეული ხუთი ქალაქიდან(თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, ზუგდიდი) ერთში - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს, ოთხში – "ნაციონალური მოძრაობის".
კანდიდატებს შორის სხვაობა რიგ შემთხვევაში იმდენად მცირეა, შესაბამისად, ცდომილების 3%–იანი ზღვარის გათვალისწინებით, შესაძლოა საპირისპირო შედეგი დადგეს.
გამოკითხვისას მკვლევარებმა დასვეს კითხვა, "მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას". ამ კითხვას ქალაქების მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა:
თბილისი:
- ნიკა მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 48,4%;
- კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - 51,6%
ზუგდიდი:
- ანზორ მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 54,7%;
- მამუკა წოწერია ("ქართული ოცნება") - 45,3%.
რუსთავი:
- დავით კირკიტაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 53,1%;
- ნინო ლაცაბიძე ("ქართული ოცნება") - 46,9%.
ქუთაისი:
- ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 51,7%;
- იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") - 48,3%.
ბათუმი:
- გიორგი კირთაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 51,3%;
- არჩილ ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 48,7%.
როგორც "მთავარი არხი" აცხადებს, კვლევა Ipsos გლობალმა ჩაატარა და შეირჩა ისეთი ქალაქები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღემატება.
კვლევა 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. 18 წელს მიღწეული, ანუ ხმის უფლების მქონე 2600 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩა და პირისპირ ინტერვიუ ჩაუტარდათ.
საქართველოს 20 ქალაქში 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.


