კალაძემ 2012 წელთან გაავლო პარალელი
27/10/2021 19:32:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის დღეს, 27 ოქტომბერს მათ მხარდამჭერ აქციაზე მისულ მოსახლეობას.
"მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამოსული იყო იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა დედაქალაქს... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რაც იყო აქციაზე ამ ადამიანების მხრიდან. ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2019 წელსაც გვქონდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ასეთი მუხტი, ასეთი შემართება, ასეთი ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გავიმარჯვებთ...
ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება "ქართულ ოცნებას" და არამხოლოდ "ქართულ ოცნებას", სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ჩვენს ტრადიციას, ჩვენს კულტურას..." - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოეს, რომელიც #12 საპატიმრო დაწესებულებაშ 1 ოქტმბრიდან შიმშილობს.


