Accentnews.ge
"ქართული ოცნება" იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა"

"ქართული ოცნება" იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა"

28/10/2021 17:02:03 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში გუშინ ენმ–ის მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს წერს, რომ "ქართული ოცნება" იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა".

"გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S