Accentnews.ge
"მინდა, მოსახლეობას, მათ შორის სააკაშვილის ამომრჩეველს მივმართო, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ?"

"მინდა, მოსახლეობას, მათ შორის სააკაშვილის ამომრჩეველს მივმართო, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ?"

28/10/2021 20:01:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის ანზორ მელიას გამარჯვებას “არავითარი აზრი არ აქვს”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“მინდა, მოსახლეობას, მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩეველს მივმართო – რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება მისი ამომრჩევლების მიმართ, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა, დავადასტურო იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენს მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვს. მაგრამ მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მინდა, მათ ვუთხრა: არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ – აი, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ? მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არა ის, რომ მხოლოდ დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი შევიტანოთ ადგილზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S