Accentnews.ge
გახარიას გუნდის წევრი პარტიას ტოვებს და ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელად გააგრძელებს

გახარიას გუნდის წევრი პარტიას ტოვებს და ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელად გააგრძელებს

29/10/2021 05:43:17 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი თავდგირიძე თანამდებობას ტოვებს და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ირაკლი თავდგირიძის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" და მათ შორის "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი.

"ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა ნაცებს, არა ბოროტებას, "ნაცმოძრაობა" ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!"- წერს ირაკლი თავდგირიძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, რომ ბაუმში 2 ოქტომბრის არჩევნების მდგომარეობით კოალიციის შექმნის საჭიროება დგას. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კოალიციას არც „ქართულ ოცნებას“ და არც ენმ–ს არ შეუქმნის და მხარეებს ერთმანეთთან ღია თანამრომლობისკენ მოუწოდა.

ამასთან, პარტია "საქართველოში" განაცხადეს, რომ "ქართული ოცნება" მათი გუნდის წევრებზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S