ამერიკელი სენატორი თურქეთს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებს
29/10/2021 07:41:38 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი მით რომნი თურქეთს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ანკარამ უნდა აღიაროს, რომ რუსეთის ქმედებები ნატო–ს ინტერესებს არ შეესაბამება.
"შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის ბოროტი საქციელი არ შეესაბამება ალიანსის ინტერესებს“, – წერს მით რომნი სოიალურ ქსელში.


