Accentnews.ge
იაგო ხვიჩია: " პრემიერს ვეთანხმები, ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს"

იაგო ხვიჩია: " პრემიერს ვეთანხმები, ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს"

29/10/2021 09:57:01 პოლიტიკა

"პრემიერს ვეთანხმები, ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს" – ასე ეხმიანება დეპუტატი “გირჩიდან“ იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.

"გაგიკვირდებათ და, პრემიერს ვეთანხმები, ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს, მაგრამ იგივე პრინციპი მაშინაც მოქმედებს, როცა ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში ათასობით ადამიანი გყავს და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის მისი სხეული, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა", – განაცხადა ხვიჩიამ.

იგი მიიჩნევს, რომ "კრიტიკის საგანი შეიძლება, იყოს კონტექსტი, რაზეც საუბარი მიდის და პრემიერი იმის გამო გააკრიტიკო, რომ მან მოშიმშილე პატიმარს დასცინა":

„როგორ შეიძლება, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება არ ჰქონდეს?! თუ კაცი თავს იკლავს, როგორ შეიძლება რაიმე უფრო მძიმე მოიფიქრო, რითაც მას შეაშინებ და ამას აუკრძალავ. აქ პრობლემაა აროგანტულობა, როგორც ამ პოლიტიკურ პროცესს პრემიერ-მინისტრი უყურებს. სიტყვათა ერთობლიობა, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, შეიძლება ვიღაცას სისულელედ ეჩვენება, მაგრამ სიტყვათა ეს ერთობლიობა სისულელე არ არის“.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. დღეიდან სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს. როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S