Accentnews.ge
გახარიას პარტია – თანაგუნდელის წასვლაზე: "გასაყიდი უნდა გაიყიდოს"

გახარიას პარტია – თანაგუნდელის წასვლაზე: "გასაყიდი უნდა გაიყიდოს"

29/10/2021 10:02:41 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ და მატერიალური ფასეულობები არ აინტერესებთ.

პარტიის წევრი აკაკი გვიანიძე ბათუმის საკრებულოში თანაგულდელის ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "გასაყიდი უნდა გაიყიდოს":

"ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება ჩვენი გუნდი ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დადგება, მით უკეთესი. ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. და რაც მთავარია, არც "ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რადგან ორივე ეს პარტია ცუდია!".

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია "საქართველოსთვის" დატოვა. როგორც მან განაცხადა მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გახარიას პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ბათუმის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 16 მანდატი აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 15, ხოლო "ლელოს" - 1. გახარიას პარტიიდან საკრებულოში 3 პირი შევიდა, თუმცა ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ მათ 2 მანდატი დარჩებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S