"ქუთაისში აღვკვეთეთ ფულის დარიგების და პირადობის მოწმობების ჩაბარების ფაქტები"
29/10/2021 12:16:44 პოლიტიკა
ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღეს ქალაქში საარჩევნოდ პირადობის მოწმობების ჩაბარების და ამომრჩევლის ფულით მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა.
"ქუთაისში, მათ შორის ჟურნალისტებმა, აღკვეთეს ფაქტი, რომელიც გულისხმობდა, პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის სამწუხარო ფაქტს, ფულის დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივის მობილიზაცია ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში, არის ის მასშტაბი, რომელსაც ფიქრობენ, რომ ეყოფათ, მე პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება საბოლოოდ გავიფორმოთ" , - განაცხადა დეკანოიძემ
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტურში ხატია დეკანოიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
არჩევნების პირველ ტურში დეკანოიძემ ხმების 43.33% მოიპოვა, ხახალეიშვილმა – 41.45%.


