"ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა"
29/10/2021 13:49:35 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებზე წავიდნენ და ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.
"ხვალ, 30 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, მიუხედავად მათი საარჩევნო ნომრისა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებ კამპანიაში აქტიურად ჩართვას მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი აქტიური არ არის საარჩევნო პროცესში ყველა იმ ქალაქში, სადაც მეორე ტური იმართება. არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ ვერაფერი აღუდგება. ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.


