Accentnews.ge
საგარეო უწყებაში სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ

საგარეო უწყებაში სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ

29/10/2021 15:32:43 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: დაპატიმროში სააკაშვილის მონახულების შემდეგ უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ექსტრადირების თაობაზე მოლაპარაკებებს დიპლომატები აწარმოებენ.

ცნობისთვის: სააკაშვილი დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S