კობახიძე: "ინფორმაცია გვაქვს, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომას"
30/10/2021 05:47:29 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, "ცუდად გახდომას" დღეს აპირებს.
"რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი.ყიდულობს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი."
მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 20-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.


