Accentnews.ge
„ფულის დარიგება, „კარუსელის“ მცდელობა, მობილიზება“ – დეკანოიძე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

„ფულის დარიგება, „კარუსელის“ მცდელობა, მობილიზება“ – დეკანოიძე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

30/10/2021 06:24:15 პოლიტიკა

ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხატია ქუთაისში 10-მდე საჩივარია დაწერილი.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, დაფიქსირდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტი. გარდა ამისა, მისივე ცნობით, მე-7 უბანზე დაფიქსირდა „კარუსელის“ მცდელობა, როცა მარკირებიანი მოქალაქე მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა ის გამოავლინეს და უბანი დაატოვებინეს.

დეკანოიძე ამბობს, რომ 40-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევა, მე-17 უბანზე კი გადასატან ყუთში შეყვანილი მოქალაქე ხმის მისაცემად მივიდა, ხოლო 51-ე და 101- უბნებზე დაფიქსირდა "ოცნების" კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც უბნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S