Accentnews.ge
კარლ ჰარცელი: "მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ მხარეებს შორის ნდობა გაიზარდოს"

კარლ ჰარცელი: "მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ მხარეებს შორის ნდობა გაიზარდოს"

30/10/2021 06:53:24 პოლიტიკა

საქართველოში ევრკავშირის ელჩის კარ არცელი მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოში ჩაივლის არჩევნები.

„დღეს არჩევნებია. შესაბამისად, არ არის დღე, როდესაც ჩემნაირებმა პოლიტიკაზე უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ეს არის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თავად გააკეთოს პოლიტიკა: არჩევნების დროს არა უმრავლესობა წყვეტს, რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, არამედ ისინი, ვინც მოვა და ხმას მისცემს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მისცენ ხმა და მონაწილეობა მიიღონ პროცესში. რაც მეტი ადამიანი მოვა, მით უკეთესია პროცესისთვის“,– განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელმა გამოხატა წუხილი არსებული პოლარიზაციის გამო.

„პოლარიზაცია კიდევ უფრო იზრდებოდა და მას თან სდევდა მწვავე რიტორიკა მთელი საარჩვენო პროცესის განმავლობაში და მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ გაიზარდოს ნდობა მხარეეს შორის იმის მიუხედავად რა შედეგი ექნება არჩვენებს რადგან წინსვლა არის ის რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S