Accentnews.ge
"ჭკვიანად იყავი შენ!“ – არჩევნები და ჟურნალისტებისთვის შექმნილი გარემო

"ჭკვიანად იყავი შენ!“ – არჩევნები და ჟურნალისტებისთვის შექმნილი გარემო

30/10/2021 07:11:04 პოლიტიკა

„ტვ პირველი“ ჟურნალისტებისთვის შექმნილ რთული სამუსაო პირობების შესახებ იუწყება. კერძოდ, არხის ცნობით, გლდანში, 174-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებულნი, რომლებიც #​87-ე უბანთან მოქალაქეებს ხვდებიან და მათ ნებას აკონტროლებენ.ჟურნალისტმა მათთან კომუნიკაცია სცადა, თუმცა შეურაცხყოფა მიაყენეს:

„წადი, გაიარე, აფერისტი ხარ, პირში ნუ მთხრი (მიკროფონს) ჩემ უბანში ვდგევარ, არეული ხო არ ხარ, ტვინი არ გაქვს!".

არხის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს სენაკში, #12–ე საარჩევნო უბანზეც.

"ჭკვიანად იყავი შენ! ვინ ხარ? მათხოვარი ხარ ვიღაცა!" - მიმართა ყოფილმა პოლიციელმა ფრიდონ ადანაიამ ჟურნალისტს.

ამასთამ, მარტვილში #31-ე უბანზე „ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა:

"გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!".

ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე "TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს სცემეს. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა.

გელხვიიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიებში ტელეფონის ნომრები და მათზე გასაცემი თანხებიც იყო აღრიცხული:

"აღწერილია ამომრჩევლების პირადი მონაცემები, წერია ასევე თანხები, ვის რამდენი უნდა მისცენ. ქართული ოცნების წევრები სავარაუდოდ ამ ყველაფერს კურირებენ. ეს სიები წავართვი და მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა".

განახლებადი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S