Accentnews.ge
აშშ-ის ელჩი – სააკაშვილზე: კლინიკა უნდა შეირჩეს პროფესიონალების მიერ, საუბარია ადამიანის სიოცხლეზე"

აშშ-ის ელჩი – სააკაშვილზე: კლინიკა უნდა შეირჩეს პროფესიონალების მიერ, საუბარია ადამიანის სიოცხლეზე"

30/10/2021 07:14:55 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რუსთავში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის საკითხს აკვირდებიან როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, აშშ-ის სალეჩოში.

"მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, რომ ამაზე კონკრეტულად გიპასუხოთ, ვიცი, რომ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული მომსახურება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, რა ტიპის დახმარებას საჭიროებს ადმიანი. ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მხრიდან სამართლიანად და მიუკერძოებლად იმიტომ, რომ აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე", - თქვა ელჩმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სამედიცინო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მასზე დასაკვირვებლად, გლდანის ციხის კლინიკაში არ არის. სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მილევად რეჟიმში" მყოფი ციხის საავადმყოფოს გადაიარაღება საგანგებოდ სააკაშვილის მისაღებად დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S