პრეზიდენტი: "ვისწავლოთ ერთიანობა, თუ არა და ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი"
30/10/2021 07:24:15 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის მესამე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევენი უკვე გააკეთა.
პრეზიდენტი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.
"მე მგონი, საჭიროა, რომ ჩვენც და თქვენც – ყველამ ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე – ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პროცესში იყო, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი"- განაცხადა ზურაბიშვილმა, თუმცა არ უსაუბრია იმაზე, რამდენად უწყობს ხელს პოლარიზაციის შემცირებას მმართველი გუნდის მიერ მეორე ტურისთვის გამწვავებული სიძულვილის ენა და საარჩევნო რგოლები.


